თბილისში 40 ავტობუსს სექტემბერში შემოიყვანენ

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი ავტობუსი
ახალი ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიამ კომპანია TEGETA TRUCKS AND BUS-თან 45 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2018 წლის აგვისტოში გააფორმა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. MAN-ის მარკის დარჩენილი 40 ავტობუსი, რომელიც ჯერ მაისის, შემდეგ კი ივნისის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ, თბილისში სექტემბრის ბოლოს იქნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

კალაძის თქმით, თბილისის მერიას აქტიური კომუნიკაცია აქვს კომპანიასთან.

„კომპანიასთან ძალიან ცუდი საუბარიც გვქონდა, რადგან მიუღებელია ეს ყველაფერი. კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში და ეს არ არის უბრალო კომპანია. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია. მან აიღო ვალდებულება, 90 ერთეული ავტობუსი უნდა მოეწოდებინა ჯერ მაისის, შემდეგ კი ივნისის თვეში. მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ბოლოს გვითხრეს, რომ სექტემბრის ბოლოსთვის იქნება მოწოდებული დარჩენილი 40 ავტობუსი", – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, სექტემბერში 8-მეტრიანი ავტობუსების 200 ერთეულიდან ნაწილი შემოვა. მათი მოწოდება წლის ბოლოსთვის დასრულდება.

MAN-ის ავტობუსები - Sputnik საქართველო
თბილისის მერია ავტობუსების შემოყვანის დაგვიანებისთვის Tegeta Truck & Bus-ს დააჯარიმებს

თბილისის მერიამ კომპანია TEGETA TRUCKS AND BUS-თან 45 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2018 წლის აგვისტოში გააფორმა, რომლის თანახმადაც კომპანიას 90 ერთეული ავტობუსი ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ცხრა თვის განმავლობაში უნდა შემოეყვანა.

ავტობუსების პირველი ნაკადი, 50 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები დედაქალაქში 2019 წლის მაისში შემოვიდა, ხოლო დარჩენილი 40 ავტობუსი დედაქალაქში ივნისის ბოლოს უნდა ჩამოსულიყო. კომპანიას ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმა დაეკისრება.

თბილისის მერია ავტოპარკს ეტაპობრივად აახლებს. 2019 წელს დაგეგმილია 240 ერთეული ავტობუსის შესყიდვა. აქედან 90 იქნება ელექტროავტობუსი, ხოლო 150 გაზზე იმუშავებს. 2020 წლიდან თბილისში დამატებით შემოვა 18-მეტრიანი ახალი სტანდარტების 200 ერთეული ავტობუსი.

კალაძე მგზავრის როლში - თბილისში ახალი ავტობუსები გამოჩნდა>>

დღესდღეობით თბილისში 600-650 ავტობუსი მოძრაობს. აქედან ახალი, MAN-ის მარკის ავტობუსია 155. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

თბილისის ავტობუსები დღეში ჯამში 109,5 ათას კილომეტრს გადიან და ჩერდებიან 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0