თბილისში აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლამდე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლის პანდუსი
იუსტიციის სახლის პანდუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვები გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. თბილისში, აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება, იუწყება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

ასფალტის საფარის დაგება - Sputnik საქართველო
როდის დასრულდება თბილისში საგზაო სამუშაოები

უწყების ცნობით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს 22:00 საათიდან 26 აგვისტოს 08:00 საათამდე თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

ასევე, ბარათაშვილის ქუჩიდან აბანოს მოედნისკენ წამსვლელი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ ბარათაშვილის ქუჩის ბოლოს არსებული პანდუსით (სასტუმრო „ამბასადორთან“), ისინი მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდზე, საიდანაც მარცხენა სანაპიროზე ჩავლენ.

ავლაბრიდან ბარათაშვილის ხიდზე მოძრავი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ იუსტიციის სახლის მიმართულებით ჩამსვლელი პანდუსით და მოძრაობას პირდაპირ - ბარათაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0