ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობაზე ახალი შეზღუდვები წესდება

© Sputnik / Alex Shlamov„ფორსაჟი 9"-ის გადაღებები თბილისში
„ფორსაჟი 9-ის გადაღებები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩვეულ რეჟიმში მოძრაობა 27 აგვისტოს 18:00 საათიდან აღდგება.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9"-ის გადაღებებიდან გამომდინარე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვითვლით პლუსებს: რა შემოსავალს მოუტანს „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები საქართველოს?>>

მერიის ცნობით, 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე ბექას ქუჩიდან მეტროს სადგურ „დელისამდე" ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

დუეინ ჯონსონი - Sputnik საქართველო
„ფორსაჟის“ მსახიობი დუეინ ჯონსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა

„ზემოხსენებულ პერიოდში პეკინის გამზირიდან და ჟვანიას მოედნიდან მეტროს სადგურ „დელისის" მიმართულებით როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანდელაკის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს. ხოლო ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირისკენ გადაადგილება კვლავინდებურად შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ბექას ქუჩის გავლით", – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, მიცკევიჩისა და იონა ვაკელის ქუჩების გავლით მოძრავი ავტობუსი N47 და N171 მიკროავტობუსი მეტროს სადგურ „დელისთან" ცინცაძის, ვლადიმერ და არჩილ ასათიანებისა და თამარაშვილის ქუჩების მეშვეობით მოხვდებიან.

24 აგვისტოდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვა კვლავ რესპუბლიკური საავადმყოფოდან მეტროს სადგურ „დელისის" მონაკვეთზე გავრცელდება. ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩვეულ რეჟიმში მოძრაობა 27 აგვისტოს 18:00 საათიდან აღდგება.

ფორსაჟი 9-ის გადაღებები თბილისში: ადრენალინი, სისწრაფე და კმაყოფილი ქართველები - Sputnik საქართველო
"ფორსაჟი 9“-ის გადაღებები თბილისში: ადრენალინი, სისწრაფე და კმაყოფილი ქართველები

ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმის „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდის გადაღება 18 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება.

გადაღებებისთვის საქართველოს ორასამდე ჰოლივუდელი სტუმარი ეწვია. გადამღები ჯგუფი სულ 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. ამასთან ჩამოყვანილია სპეცტექნიკა, მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც, ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება.

როგორც ცნობილია, თბილისში „ფორსაჟი 9"-ის 10-წუთიან მონაკვეთს გადაიღებენ. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 32 მლნ ლარი დაიხარჯება.

ჩხუბი მანქანის სახურავზე – „ფორსაჟი 9“-ის გადასაღები მოედნიდან პაპარაცული ვიდეო ვრცელდება>>

გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში, კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე რუსთავში, ბაზრობის ტერიტორიაზე.

„ფორსაჟის“ გადაღებები საქართველოში  - Sputnik საქართველო
„ფორსაჟის“ მრბოლელები ქართული ტარებით შოკში არიან

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინფორმაციით, გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში" არსებობის ისტორიაში.

არსებული ინფორმაციით, „ფორსაჟის" მე-9 ნაწილის ტელეეკრანებზე გამოჩენა 2020 წელს არის დაგეგმილი.

„ფორსაჟი" (The Fast and Furious) არის ამერიკული კინო-ფრენჩაიზი, რომელიც ამჟამად შედგება რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან. ფილმები გამოდიოდა 2001 წლიდან 2017 წლამდე.

თბილისის ცენტრში „ფორსაჟი 9“-ში გადასაღები ავტომობილები გამოჩნდა>>

„ფორსაჟი" არის Universal Studios-ს უდიდესი და ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზი, რომლის ბიუჯეტი 5.1 მილიარდ დოლარზე მეტია. ფილმის რეჟისორია ჯასტინ ლინი, მსახიობები – ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი.

ყველა ახალი ამბავი
0