საათობრივი პარკირების სისტემა თბილისის კიდევ ერთ უბანში ამოქმედდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliინფორმაციული ცენტრი პარკირების შესახებ
ინფორმაციული ცენტრი პარკირების შესახებ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარკირების ახალი სისტემა ორბელიანის რესტავრირებულ მოედანზე იმოქმედებს.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ზონალურ-საათობრივი პარკირება, კოტე აფხაზის ქუჩის კვალდაკვალ, ორბელიანის განახლებულ მოედანზეც ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ახალი სისტემა კოტე აფხაზის ქუჩაზე 1 აგვისტოდან მოქმედებს.

პარკინგი - Sputnik საქართველო
1 აგვისტოდან თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

„შემდეგი არეალი ორბელიანის მოედანი იქნება, რომელიც ცოტა ხნის წინ სრულად იყო რეაბილიტირებული მერიის მიერ. კიდევ ერთი ახალი რეაბილიტირებული მიზიდულობის ცენტრი შეემატა ჩვენს დედაქალაქს, სადაც ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია", – განაცხადა კალაძემ.

საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასო იქნება. ამ მიზნით მოსახლეობამ ვებ-გვერდზე www.parking.tbilisi.gov.ge მისთვის სასურველი ავტომობილი უნდა მიუთითოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფასიანი პარკირებები სამ – A, B და C ზონად იყოფა. პარკირების საფასური A ზონაში საათში ერთი ლარი იქნება, B ზონაში – ორი ლარი, ხოლო C ზონაში – სამი ლარი.

თბილისში საათობრივი ფასიანი პარკირება იწყება - ფასები და შეღავათები>>

ფასიანი პარკირების ზონაში ავტომანქანის გაჩერება უფასო იქნება შემდეგი კატეგორიებისთვის:

  • 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებთათვის;
  • ელექტრომობილების მფლობელებისთვის;
  • შშმ პირის საცნობი ნიშნის მქონე ავტომობილებისთვის;
  • ტაქსებისთვის განსაზღვრულ ადგილებში ნებართვის მქონე ტაქსებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0