თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 29 ივლისს

71
(განახლებულია 10:34 29.07.2019)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 29 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, სანერგეს, იმერეთის, ლუბოვსკის, სვირის, გეგუთის, ასურეთის, ჯავის, ზეკარის, დარკვეთის, კიშინიოვის, თოდრიას, სანავარდოს, ლისაშვილის, მირზაანის, ბუგეულის, II ავიაქიმიის, ჟღენტის, ლაითურის და წერონისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, ტოვსტონოგოვის და 26 მაისი ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, კოსტავას, ბოჭორიშვილის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, ინტენსიფიკაციის, პოლიტკოვსკაიას და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლის და მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და რობაქიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, პილსუდსკის და პატარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, 17 შინდისელი გმირის, ძეგლევის და ჩაჩუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, ჭელის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

71
თემები:
თბილისი დღეს (1705)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 15 აგვისტოს

31
(განახლებულია 08:47 15.08.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 აგვისტოს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხიკვაძის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

23:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, აბესაძის, ლერმონტოვის, ბეთლემის, ასათიანის, ახოსპირელის, ჯიბლაძის, ჩიხლაძის და ალავერდოვის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

31
თემები:
თბილისი დღეს (1705)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 16 აგვისტოს

61
(განახლებულია 14:55 14.08.2020)
კვირას ქვეყნის დედაქალაქში შედარებით აგრილდება, დაიკლებს ტემპერატურა. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით კვირას, 16 აგვისტოს თბილისში უპირატესად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ტემპერატურა ღამით იქნება +18, ხოლო დღისით +26 გრადუსი.

ქარი 8–13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:10 საათზე ამოვა და 19:58 საათზე ჩავა.

61
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ვაკის პარკი

მშობლების საყურადღებოდ! დარეგისტრირდით და მიიღეთ 200–ლარიანი დახმარება

26
(განახლებულია 10:31 15.08.2020)
ერთჯერადი ფინანსური დახმარების მისაღებად მშობლებმა ონლაინ–რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე უნდა გაიარონ

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. საქართველოში 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს. ფულად დახმარებას ბავშვის მშობლები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები შეძლებენ.

მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე ერთჯერადი დახმარების მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირება პორტალზე  daxmareba.moh.gov.ge.

მშობელმა ელექტრონულ პორტალზე შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა განათავსოს:

1. ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი

2. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი

3. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)

4. საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

თუ მშობელი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, მან უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს; იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

რეგისტრაციის გავლის შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.gov.ge.

26
თემები:
COVID-19 საქართველოში