ტაქსი

იუსტიციის სახლმა ტაქსის მძღოლებზე ახალი ლიცენზიების გაცემა დაიწყო

129
(განახლებულია 15:21 10.07.2019)
თბილისში აქტიურად დაიწყო ტაქსისტების А და B კატეგორიებად დაყოფის პროცესი.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. იუსტიციის სახლმა თბილისში ტაქსის მძღოლებისთვის А და B კატეგორიების ახალი ლიცენზიების გაცემა დაიწყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისელ ტაქსისტებს ხურდის დაბრუნების პრობლემა აღარ ექნებათ>>

ტაქსის მძღოლების А და B კატეგორიებად დაყოფა 1 ივლისიდან დაიწყო. თავიანთთვის მოსახერხებელი კატეგორიის შერჩევა მძღოლებს შეუძლიათ მერიის სპეციალურ ვებ-გვერდზე taxi.tbilisi.gov.ge, ხოლო შემდეგ დოკუმენტისთვის უკვე იუსტიციის სახლს უნდა მიმართონ.

„დღეიდან ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ სერვისით იუსტიციის სახლში, და მოხდეს ტაქსების გაყოფა А და B კატეგორიებად", – განაცხადა კალაძემ.

კალაძის მიერ ინიცირებული ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან A და B კატეგორიებიდან ერთ-ერთის სავალდებულო არსებობას გულისხმობს.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

129
თემები:
თბილისი დღეს (1318)