ტაქსი

ტაქსის მძღოლებს მალე А და В კატეგორიების ლიცენზიებს გადასცემენ

76
თბილისის იუსტიციის სახლში ტაქსის მძღოლებისთვის ცალკე სივრცე გამოიყოფა

თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. თბილისის იუსტიციის სახლი დედაქალაქის მძღოლებზე А და В კატეგორიების ახალი ლიცენზიების გაცემას 10 ივლისიდან დაიწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისელ ტაქსისტებს ხურდის დაბრუნების პრობლემა აღარ ექნებათ >>

ტაქსის მძღოლების A და B კატეგორიებად დაყოფა 1 ივლისიდან დაიწყო. ტაქსის მძღოლებმა მათთვის შესაბამისი კატეგორია უნდა აირჩიონ მერიის სპეციალურ გვერდზე taxi.tbilisi.gov.ge, შემდეგ კი იუსტიციის სახლს დოკუმენტებისთვის მიმართონ.

„ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მასში ერთვება იუსტიციის სახლი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს თანამშრომლობისა და თანადგომისთვის. 10 ივლისიდან იუსტიციის სახლში გამოყოფილი იქნება სივრცე, სადაც ტაქსის ნებართვის მფლობელებს შეუძლიათ მიმართონ და ისარგებლონ სპეციალური მომსახურებით“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის მიერ ინიცირებული ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან A და B კატეგორიებიდან ერთ-ერთის სავალდებულო არსებობას გულისხმობს.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

76
თემები:
თბილისი დღეს (1309)