„თელასი“: თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 3 ივლისს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 3 ივლისს  გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, ვეფხისტყაოსნის, ირაკლის გამრეკელის, ნუცუბიძის და ძოწენიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბუკიას ბაღის, გამრეკელის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, ლაზოს ჩიხის, დავით სარაჯიშვილის, კაჭარავას, გელა ჭედიას და ედიშერ გარაყანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ბეთლემის აღმართის, გორგასალის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუ კრავეიშვილის, ჩიტაძის, კოტეტიშვილის და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კერესელიძის, დავით თორაძის, მაყაშვილის, ზანდუკელის და ჭოველიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და კიტა აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

09:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, კაჭარავას, დესპინე გელოვანის, ეთერ კაკულიას, უჯარმის, ბოცვაძის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, მიშველაძის და პატარძეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „წერეთელის“ მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთლის გამზირის, თევდორე მღვდლის, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, გორის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, ცემის, ცაბაძის, იამანიძის, მაიაკოვსკის, ფოთის, სოხუმის, ვლადიმერ ვორონინის, იროდიონ ევდოშვილის და სლავა მეტრეველის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-2 დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, იუმაშევის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

20:00 საათიდან 21:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, აეროდრომის დასახლების, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0