კახა კალაძე ნაგვის მზიდ ახალ მანქანაში

კალაძემ თბილისში ნაგვის ახალი მანქანები წარმოადგინა

105
(განახლებულია 19:07 02.07.2019)
თბილისის მერმა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკი 25 ახალი მანქანით შეივსო, აქედან 22 მანქანა ნარჩენების მზიდია.

მათ გარდა ორი მანქანა თოვლის საწმენდია და კიდევ ერთი – გზის დასახაზი.

„ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანია, რასაც ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის დასუფთავება", – განაცხადა კალაძემ პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, ამჟამად თბილისს დაახლოებით სამასი ერთეული სპეცტექნიკა ემსახურება. ახალი მანქანები ქალაქს 8 მილიონი ლარი დაუჯდა.

 

105
თემები:
თბილისი დღეს (1161)