თბილისელ ტაქსისტებს ხურდის დაბრუნების პრობლემა აღარ ექნებათ

© Sputnik / Alexander Imedashvili ახალი ტაქსი თბილისში
 ახალი ტაქსი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
А კატეგორიის ტაქსის ავტომობილებში QR–კოდი იქნება გამოსახული, რომლის წყალობითაც მგზავრობის საფასურის გადახდა ნაღდი ფულის გარეშე გახდება შესაძლებელი.

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდა თბილისში სპეციალური QR–კოდის მეშვეობით გახდება შესაძლებელი, რისი წყალობითაც ტაქსისტებს დედაქალაქში ხურდის დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემა აღარ ექნებათ, განაცხადა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კლიენტები შეძლებენ, მგზავრობის საფასური ნაღდი ფულის გარეშე, სმარტფონების მეშვეობით გადაიხადონ А კატეგორიის ტაქსებში. QR–კოდის მისაღებად მძღოლებმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალებს უნდა მიმართონ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: ტაქსის მძღოლებს ავტომობილების ჩასანაცვლებლად იაფ სესხს მისცემენ

გარდა ამისა, ტაქსისტების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ გამოირკვა, რომ მათთვის სერიოზული პრობლემაა ბანკებში კრედიტის მიღება, რადგან მათი შემოსავლები არსად ფიქსირდება. QR–კოდის გამოყენებით ტაქსისტებს შესაძლებლობა გაუჩნდებათ, შექმნან საბანკო ისტორია, გახდნენ კრედიტუნარიანი და ისარგებლონ ყველა საბანკო პროდუქტით, აღნიშნა მერმა.

„მინდა ბანკებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ასეთი პროდუქტების შექმნა ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფად განხორციელებას“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა სხდომაზე ასევე გაიხსენა, რომ ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე მიიღეს, ავტომობილის ფერის შეცვლისა და სალონის ქიმწმენდის ვაუჩერის მიღება 10 აგვისტომდე შეუძლიათ.

ტაქსი - Sputnik საქართველო
მორიგი დათმობა თუ... კალაძე ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთ შანსს აძლევს

დედაქალაქის მერის ინიციატივით 2018 წელს თბილისში დაიწყო რეფორმა, რომელიც ტაქსით უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ.

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.

მძღოლების საყურადღებოდ! – კახა კალაძე მორიგ დათმობაზე მიდის>>

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

ყველა ახალი ამბავი
0