„თელასი“: თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 21 ივნისს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 21 ივნისი  – Sputnik.  სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 ივნისს  გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, ქვემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი ჭალის, სოფელი თელეთის, რუსთავის გზატკეცილის, ვაგზლის, მარნეულის, სოღანლუღის, ევსტათი მცხეთელის, ჭალადიდის და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის საკრებულოს ტერიტორიის, ონკოლოგიურის ფერდობის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, ვაჟა-ფშაველას III და IV კვარტლების, კონსტანტინე კაპანელის, უჩა ჯაფარიძის, ანდრო ჭილაიას, ინტენსიფიკაციის, ტოგო გუდავას და თოფურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, გრიგოლ ფერაძის და ვიქტორ ნოზაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს და თაბუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, თაყაიშვილის, კავსაძის, ცხვედაძის და მოსაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების X კვარტლის, ხევძმარის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ქინძმარაულის, ნაკადულის, საფერავის, ალექსანდროულის, ჩხავერის და თავკვერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, მეველის და შერვაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0