თბილისი ვირტუალურ რეალობაში - დედაქალაქის მერია ახალ პროექტს გეგმავს

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვა შესაძლებელი იქნება აპლიკაციის დახმარებით, რომელზეც 36,5 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია გეგმავს ვირტუალური რეალობის აპლიკაციის შექმნას, რომლის წყალობით შესაძლებელი გახდება ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, იუწყება პირველი არხი.

აპლიკაციაში გამოყენებული იქნება 360-გრადუსიანი ხედვის 22 აუდიო და ვიდეორგოლი. ამასთან, ორ ვიდეოს დრონის მეშვეობით გადაიღებენ.

ორბელიანის მოედანზე მასშტაბური სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 20 შენობას - Sputnik საქართველო
თბილისის ძველი ახალი ცენტრი - ორბელიანის მოედანი რეკონსტრუქციის შემდეგ

აპლიკაციაში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ტურისტული ობიექტები: ნარიყალა, ძველი თბილისის საბაგირო, ბამბის რიგის ტერიტორია, აბანოთუბანი, ლეღვთახევის ჩანჩქერი, ბოტანიკური ბაღი, გაბრიაძის თეატრი და მიმდებარე ტერიტორია, რიყის პარკი, მეტეხის ეკლესია, მეტეხის კლდე, ახალი თბილისი – „ახალი აღმაშენებელი", სამების ტაძარი, ლისის ტბის ტერიტორია, თბილისური ეზოები, ორბელიანის მოედანი, ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისის ფუნიკულიორი და სხვა.

თბილისის მერიამ აპლიკაციის შექმნაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 36,5 ათას ლარზე მეტია.

კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება>>

თბილისი ყოველ წელს უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. გარდა ამისა, დედაქალაქი მუდმივად ხვდება ტურიზმთან დაკავშირებულ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში. ქალაქის ხელისუფლება თანდათანობით ანვითარებს თბილისის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ამასთან, იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0