წაქცეული ხეები და დატბორილი სახლები: თავსხმა წვიმამ თბილისი აზარალა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თბილისში გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასამდე მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს" უწყებაში.

შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.

„თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. ძლიერი წვიმის გამო ყველაზე მეტი გამოძახება ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონში განხორცილდა", – აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.

გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების სამსახურში შევიდა რამდენიმე შეტყობინება ხეების წაქცევის შესახებ. ზოგან დაფიქსირდა მიწის ჩამოშლა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და მერიის შესაბამისი სამსახურები. ამ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

რამდენად შესაძლებელია, თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა გამეორდეს?>>

მუდმივად მიმდინარეობდა წყლის დონის მონიტორნიგი თბილისის მდინარეებზე: ვერე, დიღმის წყალი, გლდანის ხევი, ლეღვთახევი, კრწანისის ხევი, ორხევი, ვარაზისხევი, ხევძმარი. ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

ყველა ახალი ამბავი
0