1 ივლისიდან თბილისის მეტრო მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

© Sputnik / Alexander Imedashviliდაკეტილი მეტროსადგური „მარჯანიშვილი“
დაკეტილი მეტროსადგური „მარჯანიშვილი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მეტროში ელექტრომომარაგებისა და სავენტილაციო სისტემებს ერთ წელიწადში შეაკეთებენ.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენი 1 ივლისიდან ერთი წლის განმავლობაში 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თბილისის მეტრო წლის ბოლომდე განახლდება: მერია 40 ახალ ვაგონს ყიდულობს>>>

თბილისის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. 2018-2019 წლებში ამ მიზნით ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარზე მეტი გამოიყო. იგეგმება ძალოვანი კაბელებისა და ვენტილაციის სისტემის შეცვლა, რაც მეტროპოლიტენის გახსნის დღიდან, 1966 წლიდან არ მომხდარა.

მანქანები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
თბილისში მეტროს სავენტილაციო შახტს გამზირიდან გადაიტანენ

კალაძის განცხადებით, მეტროში მძიმე მდგომარეობაა ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით და კაბელების ჩანაცვლებაა საჭირო.

„პროექტის განხორციელების დროს მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, რათა კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ნორმალურ პირობებში იმუშაონ. შესაბამისად, მეტრო ჩვეულებრივად 06:00 საათიდან დაიწყებს მუშაობას, უბრალოდ ერთი საათით ადრე, 23:00 საათზე დაამთავრებს მუშაობას", – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში თბილისის მეტროში ძველი, დაახლოებით 450 კმ ძალოვანი კაბელი მთლიანად შეიცვლება თანამედროვე ISO-ს სტანდარტის კაბელით. ამასთან, მოხდება 28 საგვირაბე გამნიავებლის და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორის მონტაჟი.

მერის თქმით, კაბელების საინსტალაციო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დასრულდება და მეტროც ახალი გრაფიკით ამ დრომდე იმუშავებს.

მასშტაბური სარემონტო სამუშაოები თბილისის მეტროში არსებული გაუმართაობის გამო დაიგეგმა. 2018 წელს თბილისის მეტროში 305 დაზიანება დაფიქსირდა, 2019 წელს – 100. ამასთან, 30% შემთხვევებში აუცილებელი გახდა მგზავრების ევაკუაცია.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზე – ახმეტელი–ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზეა განაწილებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმ-ია.

 

ყველა ახალი ამბავი
0