საბურთალოს ერთ-ერთ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

© photo: Sputnikავტოსაგზაო სამუშაოები
ავტოსაგზაო სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოძრაობა ავტოსაგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საბურთალოს რაიონში კარტოზიას ქუჩაზე დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად დაკეტილია, იუწყება პირველი არხი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში მიმდინარე წლის 4 ივნისის 21:00 საათიდან კარტოზიას ქუჩაზე დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოების გამო სრულად აიკრძალება საავტომობილო მოძრაობა კარტოზიას ქუჩის და ყაზბეგის გამზირის კვეთიდან ცინცაძის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის კვეთამდე (პანდუსამდე)", – ციტირებს უწყების განცხადებას ტელეარხი.

ავტომობილები ცინცაძის ქუჩიდან კარტოზიას ქუჩის მიმართულებით პანდუსის გავლით გავლენ ახალ გზაზე, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით.

კარტოზიას ქუჩაზე ტრანსპორტით მოძრაობა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის ნებადართული.

ჭავჭავაძის გამზირი გადაიკეტა: ტრანსპორტის გადაადგილების სქემა>>

დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ მოძრაობა ავტოსაგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.

ყველა ახალი ამბავი
0