„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 4 ივნისს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 ივნისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, დავითაშვილის და მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქა-ავშნიანის დასახლების, ცოტნე დადიანის, რევაზ ურიდიას, ეროსი მანჯგალაძის, ლევან რჩეულიშვილის, ავშნის, ვახტანგ მახალდიანის და რკინიგზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის, გუდამაყრის, ღრმაღელეს, ოქტომბრის, დაისის, კნოლევის, ზესტაფონის, ავთანდილ ღოღობერიძის და თამაზ ტოროშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, პეკინის გამზირის, ძოწენიძის, იყალთოს და საირმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, აკოფიანის, ალექსანდრე ჩიკვაიძის და ავლევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, დოდო აბაშიძის და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, ლერმონტოვის, გიგა ლორთქიფანიძის, ასათიანის და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების და ხერგიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთანიის, განთიადის, სათემოს, ნიაბის, სომხეთის, ერისთავის, კვესეთის, საინგილოს, გალავნის და სამხედროს ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0