მუხიანში გასართობ კომპლექსს ააშენებენ - მერიამ ტენდერი გამოაცხადა

© photo: Sputnikქუჩის კაფე თბილისში
ქუჩის კაფე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპლექსის მშენებლობაზე, რომელშიც განთავსდება კაფეები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. თბილისის მერიამ მუხიანში გასართობი სივრცის „რადიო ქალაქი" მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გასართობი კომპლექსი რადიოს ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსდება. კონცეფციაზე საერთაშორისო კომპანია Colliers-მა იმუშავა.

მამუკა ბახტაძე ლრწანისის ტყე-პარკში - Sputnik საქართველო
თბილისის მიტოვებული ტყე-პარკი ერთ-ერთ საუკეთესო ზონად გადაიქცევა

„არაერთი შეხვედრა გვქონდა ბიზნეს-სექტორთან, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა ამ პროექტთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, დიდი იქნება ინტერესი ამ თემაზე. დარწმუნებული ვარ, მაგარი პროექტი გამოვა", - განაცხადა მერმა.

პროექტის რეალიზებას, რომლის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონი ლარია, ოთხი წელი დასჭირდება. პროექტის განხორცილების შედეგად 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

უფრო ადრე კალაძემ განაცხადა, რომ გლდანის, მუხიანისა და თემქის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი ადგილი შეიქმნება.

ყველა ახალი ამბავი
0