„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 27 მაისს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 27 მაისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის და ჭელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, მირცხულავას, წყალტუბოს და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტყვარჩელის, ბერბუკის, ასლანიდის, ალმასიანის, ბიძინა კვერნაძის, აფაქიძის, ბოჭორიშვილის და ფიზკულტურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ლვოვის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, ლომონოსოვის, გამყრელიძის, ცხინვალის, ონიაშვილის, ყუშიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 და მე-13 კილომეტრების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, თელეთის, შინდისის და წავკისის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის და სოფელი დიდების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0