თბილისში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი ქვათაცვენის შემდეგ გაიხსნა

© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილები თბილისში
ავტომობილები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ქვათაცვენის შედეგად გადაკეტილი ე.წ. ახალი გზა გასუფთავებულია.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ახალი გზა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე ქვებისგან გაწმინდეს და საავტომობილო მოძრაობა ამ გზაზე აღდგენილია, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

ე.წ. ახალ გზაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ოთხშაბათს, საღამოს ჩამოიშალა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილები იმან იხსნა, რომ კლდე დამცავი ბადით არის დაფარული და ქვების უმეტესი ნაწილი მან დააკავა.

ყველა ახალი ამბავი
0