„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 23 მაისს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

 

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 23 მაისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, საბურთალოს, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, გურიელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის "ნატბეურების" დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, მირიან მეფის, ნიკოლოზ ბერაძის და უდაბნოს მონასტრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქა-მუხიანის გადასასვლელის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, სამღებროს, ხუდადოვის, ფილიას, ინტერნატის, სამღერეთის, მარიამ ივანიშვილ-დემურიას და წერონისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV კვარტლის, ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპირო, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრიუკენის მოედნის, ტყვიავის, სანაპიროს, რომის, სანკტ-პეტერბურგის, ზაქარია ქურდიანის, ჩერნიშევსკის, ნეკრასოვის, მოსე გოგიბერიძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების, წყაროთუბნის, ვლადიმერ ნანეიშვილის, კეცხოველის, ანგია ბოჭორიშვილის და ლეო კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, მაჩაბლის, მოსე ხონელის და სოლოლაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0