ფილარმონიასთან მრავალდონიანი მიწისქვეშა პარკინგი აღარ აშენდება – რა ვერ გათვალა მერიამ

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის ფილარმონია
თბილისის ფილარმონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია, რომელსაც მრავალდონიანი მიწისქვეშა პარკინგი უნდა აეშენებინა, ჩადებული ინვესტიციის დაბრუნებას 18 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. მშენებელმა კომპანია Х2-მა უარი განაცხადა თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალდონიანი პარკინგის მშენებლობის პროექტის განხორციელებაზე, იუწყება რადიო „კომერსანტი".

რომელი კომპანია ააშენებს თბილისში მიწისქვეშა პარკინგს>>>

2018 წლის სექტემბერში თბილისის ცენტრში მიწისქვეშა პარკინგის აშენების მიზნით თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა. შეთანხმების თანახმად, კომპანია Х2-ს მერიისთვის ხუთი თვის ვადაში უნდა წარმოედგინა ტექნიკური კვლევა და მოემზადებინა საპროექტო დოკუმენტაცია, რათა მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული.

გერმანელი სპეციალისტების კვლევის თანახმად, კომპანია ჩადებული ინვესტიციის ამოღებას 18 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს. კომპანია Х2-ის გენერალური დირექტორის ვალერიან კირკიტაძის განცხადებით, კომპანიამ თბილისის მერიას შედეგები წარუდგინა და აღნიშნული პროექტის შესრულებაზე უარი განაცხადა.

„მოთხოვნის და ფასების გათვალისწინებით, აღნიშნული ობიექტი მომგებიანი ვერ იქნება. შესაბამისად, ჩვენი და თბილისის მერიის გათვლები არ დაემთხვა ერთმანეთს", – აღნიშნა კირკიტაძემ.

პარკირება თბილისში სანაპიროზე - Sputnik საქართველო
მძღოლებს თბილისში პარკირების გამო ჯარიმების შესახებ SMS-ით შეატყობინებენ

აღნიშნულ პროექტში ინვესტიციის საერთო მოცულობა 11 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო. მშენებლობაში მთლიან თანხას მშენებელი კომპანია დებდა.

თბილისის მერიამ ბიზნესმენს აღნიშნული ტერიტორია 27 წლით სარგებლობაში გადასცა. მიწისქვეშა პარკინგი უნდა განთავსებულიყო ფილარმონიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ტერიტორიაზე და 180 ავტომობილზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.

პარკირების პრობლემა, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, დედაქალაქისთვის ძალზე აქტუალურია. ადრე მერიაში აცხადებდნენ, რომ თბილისში ათ ადგილზე შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა. მრავალდონიანი ავტოსადგომების აშენება იგეგმება რკინიგზის სადგურის, მეტრო "მარჯანიშვილის", ფილარმონიის, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე, მეტრო "ისანთან", "დინამოს" სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, მეტრო "ვარკეთილთან" და გეგეშიძის ბაღთან.

ყველა ახალი ამბავი
0