„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 30 აპრილს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 აპრილს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ბარალეთის და ფოცხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, თაყაიშვილის, გახოკიძის და კუპრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წავკისის, ამაღლების, ავთანდილის და ბოლო აღმართის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის, ტაბახმელას (ნაწილობრივ) და შინდისის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, რომის, სუნდუკიანის და მაზნიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:40 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ბახტრიონის, ცინცაძის, კოსტავას, მიცკევიჩის და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის, გურიელის, დელისის და გაზაფხულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0