„თელასი“: თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 25 აპრილს

© photo: Sputnikთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

 

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik.  სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 აპრილს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ალექსანდრე წერეთელის, კუპატაძის, ლაზოს, შუშის, ტაძრის, წყალსადენის, დავით სარაჯიშვილის, მონასტრის, გელა ჭედიას და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ილია ვეკუას, თიანეთის, ხევძმარის, ხიზაბავრის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის და აკაკი ვასაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამგორი-2 დასახლების, იაკობ ხვედელიანის, ბესარიონ ქებურიას, აეროპორტის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, ბოცვაძის და ბოჭორმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და თავისუფლების მოედნის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შხეფის და მესხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის მთის, მახათას მთის, ახუთის, პეტრე ბაგრატიონის, თამარაშენის, ჩეჩელაშვილის, გუმათის, პაატა სააკაძის, დავითაშვილის, მნათობის, ხუდადოვის, მახათის და ზეთისხილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, შალვა ნუცუბიძის, თამაზ ნადარეიშვილის, კამანის, გაზაფხულის, ინტენსიფიკაციის და იოველ ჯებაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0