„თელასი“: თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 24 აპრილს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik.  სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 აპრილს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის, გამრეკელის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ნოზაძის, ალეკო გობრონიძის, შენგელაიას, მამკოდის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაინის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს უბნის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ქვემო მეტალურგიის დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი ყარაჯაღის, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), ნაკადულის, ოცხელის, ქუთათელაძის, მელიას, ქინძმარაულის, გოგუაძის, რევაზ კვირიკაშვილის, თამარის, შანავას და წმინდა ბარბარეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რევაზ ჯაფარიძის, ზემო ვაკის, გალის, რჩეულიშვილის, კეკელიძის, შატბერაშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მცხეთის, ბაზალეთის, ატენის, ქობულეთის, ფალიაშვილის, მირცხულავას, შროშის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტალის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აბასთუმნის, ნინოშვილის, სამღერეთის, ჩუბინაშვილის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, სადგურის, თევდორე მღვდლის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილის და გოგოლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0