შარტავას ქუჩა ამაღამ მთლიანად გადაიკეტება

© photo: Kakha Kaladze / FBხიდის დემონტაჟი
ხიდის დემონტაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი ღამით განხორციელდება.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. პარასკევს, 19 აპრილის 23:00 საათიდან 20 აპრილის 07:00 საათამდე შარტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად აიკრძალება, იუწყება პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს შარტავას ქუჩაზე თბილისის მერიასთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟთან დაკავშირებით 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება სრულად აიკრძალება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ პერიოდში ავტომობილები სააკაძის მოედნიდან საბურთალოს ქუჩის გავლით პეკინის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.

თბილისში ლითონის კონსტრუქციის ქვეითად მოსიარულეთა ხიდების დემონტაჟი დაიწყო.

ხიდის დემონტაჟი - Sputnik საქართველო
თბილისში საფეხმავლო ხიდებს მოხსნიან

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად შეათანხმა ადგილები, სადაც მოიხსნება ლითონის ხიდები და გაჩნდება „ზებრა" გადასასვლელები და შუქნიშნები.

ახალი ინიციატივის ფარგლებში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა გურამიშვილის გამზირზე ხუთ შუქნიშანს უკვე ჩაუტარა რეკონსტრუქცია, მონიშნა ქვეითთა სექციები. უახლოეს პერიოდში დაიხაზება „ზებრები" და ამოქმედდება შუქნიშნები.

სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 307,8 ათასზე მეტი ლარია გამოყოფილი.

თბილისში სულ 34 ლითონის კონსტრუქციის ქვეითად მოსიარულეთა ხიდია. მათი რემონტისა და გამყარებისთვის 2018 წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა. ეს სამუშაოები 237,7 ათას ლარზე მეტი დაჯდა.

ყველა ახალი ამბავი
0