თბილისში საფეხმავლო ხიდებს მოხსნიან

© Courtesy of Kakha Kaladze ხიდის დემონტაჟი
ხიდის დემონტაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ ეტაპზე 34 ხიდიდან 20-ის დემონტაჟი მოხდება და მათ ადგილზე შუქნიშნები დამონტაჟდება.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. თბილისში ლითონის კონსტრუქციის ქვეითად მოსიარულეთა ხიდების დემონტაჟი დაიწყო.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად შეათანხმა ადგილები, სადაც მოიხსნება ლითონის ხიდები და „ზებრა" გადასასვლელები გაჩნდება შუქნიშნებით. თბილისის მერი კახა კალაძე შარტავას ქუჩაზე დემონტაჟის პროცესს დაესწრო.

„დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუ რომელიმე ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ", – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე 20 ხიდი მოიხსნება.

თბილისის ერთ-ერთი პარკი - Sputnik საქართველო
თბილისში მტკვრის პირას გიგანტური პარკი გაშენდება

მერია გეგმავს, რომ თბილისის ქუჩები უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი იყოს ქვეითად მოსიარულეების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის, განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გალაკტიონ ბუაძემ.

„მერიის მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკით პრიორიტეტი ქვეითად მოსიარულეებს ენიჭებათ. შესაბამისად, მათთვის გადაადგილება კომფორტული უნდა იყოს ხიდებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების გამოყენების გარეშე. ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც დაგეგმილია გადასასვლელი ხიდის დემონტაჟი, თანამედროვე ქვეითთა გადასასვლელები მოეწყობა", – განაცხადა ბუაძემ.

ახალი ინიციატივის ფარგლებში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა გურამიშვილის გამზირზე ხუთ შუქნიშანს უკვე ჩაუტარა რეკონსტრუქცია, მონიშნა ქვეითთა სექციები. უახლოეს პერიოდში დაიხაზება „ზებრები" და ამოქმედდება შუქნიშნები.

სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 307,8 ათასზე მეტი ლარია გამოყოფილი.

თბილისის მერია ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს გეგმავს>>

თბილისში სულ 34 ლითონის კონსტრუქციის ქვეითად მოსიარულეთა ხიდია. მათი რემონტისა და გამყარებისთვის 2018 წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა. ეს სამუშაოები 237,7 ათას ლარზე მეტი დაჯდა.

ყველა ახალი ამბავი
0