თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. თბილისის მერიამ ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის, ე.წ. კიკვიძის პარკის აღდგენა დაიწყო, ნათქვამია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებაში.
პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობია 71,3 ათასი კვადრატული მეტრი, მოეწყობა ახალი საბავშვო და სპორტული მოედნები, სამაგიდო თამაშებისა და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი და ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი.
გარდა ამისა, პარკში არსებულ მედიათეკაში იგეგმება ღიატერასიანი კაფე-აუდიტორიუმის განთავსება. პარკის გარშემო ველო და სარბენი ბილიკები გაკეთდება.
პარკის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება 850-მდე სხვადასხვა მცენარე. ასევე განახლდება ცოცხალი ღობეები, დამონტაჟდება განათება.
თბილისის მერი ახალი პარკების მოწყობას იწყებს>>
პროექტის ღირებულება 4,7 მილიონ ლარზე მეტია.