გამოქვეყნდა თბილისში გადარჩენილი ცხოველების ფოტოები

© photo: Animals Monitoring Agency / FB ძაღლი თხრილიდან ამოიყვანეს
ძაღლი თხრილიდან ამოიყვანეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები ოთხფეხა მეგობრების გადასარჩენად ხეებზე ძვრებოდნენ და სახურავებზე ადიოდნენ.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თბილისის მერიასთან არსებული ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა ერთ კვირაში ცხრა უპატრონო ცხოველი გადაარჩინეს, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ამჯერად დახმარებას, ძირითადად, კატები საჭიროებდნენ. ისინი ჩამოიყვანეს მაღალი ხეებიდან, სახურავებიდან, მრავალსართულიანი სახლების აივნებიდან, ასევე მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის ჯიხურიდან. ერთი კატა კი გადაარჩინეს მშენებლობაზე, სადაც ის რაღაც კონსტრუქციაში გაიჭედა.

ასევე გაუმართლა ორ ძაღლს. ერთი ჭიდან ამოიყვანეს, მეორე – თხრილიდან.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისის მერიასთან 2015 წელს შეიქმნა. მის ფუნქციებში შედის დედაქალაქში უპატრონო ცხოველების პოპულაციის კონტროლი, მოსახლეობის დაცვა აგრესიული ცხოველებისგან, ცხოველისა და ადამიანის თანაარსებობისთვის გარემოს შექმნა.

ყველა ახალი ამბავი
0