მძღოლებს თბილისში პარკირების გამო ჯარიმების შესახებ SMS-ით შეატყობინებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliპარკირება თბილისში სანაპიროზე
პარკირება თბილისში სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისთვის, რომ თბილისელმა მძღოლებმა ჯარიმები და პარკირების საშვის თანხა დროულად გადაიხადონ, მათ სატელეფონო შეტყობინება მიუვათ.

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. თბილისელი მძღოლები ამიერიდან პარკირების შესახებ SMS–სერვისით ისარგებლებენ, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

SMS–სერვისის მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაციის მიღება თბილისში შეძენილი პარკირების საშვის მოქმედების ვადის შესახებ – ვადის ამოწურვის შესახებ ინფორმაციას მძღოლები 10 დღით ადრე მიიღებენ. ასევე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება ჯარიმის, საურავის დარიცხვისა და ავტომობილის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაყვანის შესახებ.

პარკინგი თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისის ხსნა თუ მძიმე ტვირთი? მალე პარკირება ფასიანი გახდება

სერვისის გასააქტიურებლად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდზე www.parking.tbilisi.gov.ge, სადაც მძღოლმა უნდა შეიყვანოს ავტომობილის სახელმწიფო ნომერი, იმ ადამიანის პირადი ნომერი, ვის სახელზეც არის გაფორმებული ავტომობილი, ან ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, ასევე მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც გაიგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვით.

ამასთან მძღოლებს მალე მოუწევთ თბილისში პარკირების ადგილის დროის მიხედვით გადახდა – ზონალურ-საათობრივი გადახდის ახალი წესები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საპილოტე რეჟიმში 2019 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

ეს სისტემა ქალაქის ცენტრში ავტომობილების რაოდენობის შემცირების მიზნით კეთდება. პარკირების გადახდა განხორციელდება მობილური პროგრამის, ასევე აპარატების მეშვეობით, რომლებსაც ქალაქის ქუჩებში დაამონტაჟებენ. პარკირების გადასახადისგან მიღებული სახსრები მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.

ავტომობილების პარკირება თბილისში - Sputnik საქართველო
რა ეღირება თბილისში საათობრივი პარკირება

უფრო ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტა, რომ პარკირების ადგილისთვის საფასურს არ გადაიხდიან ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. რაც შეეხება ტაქსისტებს, კალაძის თქმით, მათთვის უკვე გამოყოფილია უფასო სადგომები მთელ ქალაქში. ამასთან, ყველა მძღოლს საშუალება ექნება, დღის განმავლობაში ოთხჯერ უფასოდ გაჩერდეს პარკირების ადგილებზე 15 წუთის განმავლობაში. ოფისებთან შეღავათების დაწესებას კი მერია არ გეგმავს, ამიტომ მათ თანამშრომლებსაც საათობრივი გადასახადები ექნებათ.

პარკირება თბილისში ამჟამადაც არ არის უფასო. ქალაქში ერთი კვირით პარკირების ფასი 4 ლარია, ნახევარი წლით – 25 ლარი, ერთი წლით – 50 ლარი. მაგრამ ავტომობილების რაოდენობის მუდმივი ზრდის გამო დედაქალაქში ადგილები პარკირებისთვის საკმარისი არ არის.

© © Sputnik/პარკირება ქართულადპარკირება ქართულად
მძღოლებს თბილისში პარკირების გამო ჯარიმების შესახებ SMS-ით შეატყობინებენ - Sputnik საქართველო
პარკირება ქართულად

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ზონალურ–საათობრივი პარკირების მოდელი დიდი ხანია ევროპის ბევრ განვითარებულ და გადატვირთულ ქალაქშია დანერგილი და ეს სისტემა სატრანსპორტო სისტემის მუშაობის დარეგულირების საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე ქმედითია.

ყველა ახალი ამბავი
0