თელასის მერემონტე ელექტრიკოსთა ბრიგადა

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 10 აპრილს

100
(განახლებულია 10:01 10.04.2019)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 აპრილს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, მოლითის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზრის (ნაწილობრივ), კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის ხევის, ბოტანიკურის, პუშკინის, ვაჩნაძის, გუდიაშვილის, ასათიანის, ფურცელაძის, მანგალაძის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის და ათონელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის, ელიავას (ნაწილობრივ) და აგლაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევდოშვილის, თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, ნაფარეულის, თაყაიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, საირმის, შმიდტის, ვასო გოძიაშვილის (ნაწილობრივ), ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, პეტრიწის, ემხვარის, გოძიაშვილის (ნაწილობრივ) და მაჭავარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ჩიტაიას, წინამძღვრიშვილის, მაზნიაშვილის, კიევის და ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

100
თემები:
თბილისი დღეს (1012)