სახიფათოა თუ არა მეტროში გადაადგილება: სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მეტროში
თბილისის მეტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის რემონტი იწყება

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ხიდი თბილისის მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადებაში.

კალაძემ თბილისის მეტროს ერთ-ერთი სადგური დაიწუნა >>

ადრე ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მგზავრების გადაადგილება სახიფათოა, რადგან ხიდის ერთ-ერთი საყრდენი ბურჯი ავარიულ მდგომარეობაშია.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ ხიდს 2019 წელს ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ. ექსპერტიზის შედეგები უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი, ამ ეტაპზე კი, პირველადი მონაცემებით დადგენილია, რომ აღნიშნული ხიდი მგზავრთა გადაყვანისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დასკვნა გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მას სატრანსპორტო კომპანიას მიაწვდის.

მეტრო - Sputnik საქართველო
თბილისის მეტროს ნაწილმა მუშაობა შეაჩერა

„აღსანიშნავია, რომ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" იწყებს დაზიანებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაციას, ხოლო თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური - სანიაღვრე ქსელის მოწყობას, რათა ხიდის ბურჯები მომავალში არ დააზიანოს გრუნტის წყლებმა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მედიას ინფორმაციის გავრცელებამდე მოუწოდა გადაამოწმოს ის, ვინაიდან მსგავსი დეზინფორმაცია მოსახლეობაში პანიკას იწვევს.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზის სიგრძე 40 კილომეტრია, ხოლო მეორე ხაზის – 17.

ყველა ახალი ამბავი
0