ტაქსის რეფორმა თბილისში: კალაძე პროტესტანტ მძღოლებს შეხვედრას სთავაზობს

© photo : Tbilisi City Hall / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერი გამოვიდა სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით, რომელიც დაკომპლექტდება იმ ადამიანებით, რომლებსაც მძღოლები ენდობიან

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც დედაქალაქის მერიის მიერ წამოწყებული რეფორმების წინააღმდეგ გამოდიან, შეხვედრა შესთავაზა.

ტასის რამდენიმე ათეული მძღოლი ოთხშაბათს ქუჩაში გამოვიდა და საპროტესტო აქცია გამართა. აქციას პოლიციასთან დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. მომიტინგეები წინააღმდეგი არიან ავტომობილების თეთრად შეღებვისა და რეგულაციის ამოქმედების 2025 წლისთვის გადადებას მოითხოვენ.

ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
„ტაქსების რევოლუცია“ - ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას ემუქრებიან

რეფორმა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლები ვალდებული იყვნენ, აეღოთ სპეციალური ლიცენზია თბილისში მუშაობისთვის. ამჯერად, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან დაგეგმილია ტაქსის მძღოლების ლიცენზიის დაყოფა ორ - A და B კატეგორიებად.

„მერიის კარი არავისთვის დახურული არასდროს არ არის. მზად ვართ შევხვდეთ ამ ადამიანებს... ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვენთან მობრძანდნენ, შესაბამისად, ვიმსჯელოთ და ნებისმიერ მათ კითხვებს გაეცემა კომპეტენტური პასუხები", - განაცხადა კალაძემ Fecebook-გვერდზე განთავსებულ ვიდეოში.

მერია გამოვიდა წინადადებით, რომ შეიქმნას სპეციალური ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება საკითხში კარგად გარკვეული ადამიანებით, და რომლებსაც ეს მძღოლები ყველაზე მეტად ენდობიან.

„ტაქსების რეფორმა, რომელიც წამოვიწყეთ, მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით. პირველი - ის, რომ მოწესრიგებული იყოს ეს მიმართულება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობს და მათთვის, ვინც ამ სერვისს ქმნის... ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს მიმართულება აუცილებლად არის მოსაწესრიგებელი და დასარეგულირებელი", - აღნიშნა კალაძემ.

ტაქსების რეფორმა თბილისში: როგორ გავიგოთ ტაქსი თავისუფალია თუ არა>>

А კატეგორიის ლიცენზია განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც ტაქსის მძღოლად მუშაობა შემოსავლის ძირითადი წყაროა. თუ ტაქსის მძღოლს სურს, რომ იმუშაოს ტაქსების კომპანიასთან და გამოძახებებზე წავიდეს, ასევე, ადამიანებს გაუჩერონ ქუჩაში ტაქსი, მას მოუწევს ან თეთრი ფერის ავტომობილის ყიდვა, ან საკუთარის თეთრად შეღებვა. B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. ასეთი ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

ყველა ახალი ამბავი
0