მარშალ გელოვანის გამზირზე „სწრაფი" ავტობუსი იმოძრავებს

© Sputnik / Alexander Imedashviliხაზი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის
ხაზი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ტევადობის ავტობუსები დიდი დიღმიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით გამოყოფილ ზოლზე იმოძრავებენ.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტობუსის ზოლი გამოიყოფა, განაცხადა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრის" ეთერში.

ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა მარშალ გელოვანის გამზირისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. ესტაკადის მშენებლობის პროექტი საბურთალოდან დიღმისკენ მიმავალი გზის განტვირთვას ემსახურება. ესტაკადის მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
თბილისის გენგეგმა დამტკიცებულია

სწრაფი ავტობუსის ხაზი, მუმლაძის განცხადებით, ნიშნავს იმავეს, რაც, მაგალითად, ბარათაშვილის აღმართზე გაკეთდა, სადაც სავალ ნაწილზე არის ხუთი ხაზი და თუ ადრე ავტობუსს აღმართზე ასვლისთვის ნახევარი საათი სჭირდებოდა, ახლა ხუთი წუთი დასჭირდება, რადგან ავტობუსის მოძრაობას კერძო ავტომობილები არ შეაფერხებენ.

მუმლაძის თქმით, მარშრუტი ამგვარი იქნება: ავტობუსის ხაზი დიდი დიღმიდან აღმაშენებლის ხეივნის გავლით აშშ-ის საელჩოდან გადაკვეთს გზას და დაუკავშირდება ლუბლიანის ქუჩას. ლუბლიანის ქუჩა გადის რობაქიძის გამზირზე, სადაც უკვე გაკეთებულია ავტობუსის ხაზი, და შემდეგ დაუკავშირდება მარშალ გელოვანის გამზირს.

დედაქალაქს 2019 წელს ავტობუსების ხაზების დეტალური პროგრამა ექნება, რომელიც ფრანგულმა კომპანია Sistra-მ შეიმუშავა. იგეგმება 11 ძირითადი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა, რომლებიც დატვირთული იქნება დიდი ტევადობის კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

თბილისში „ღამის ავტობუსები“ მუშაობას განაახლებენ>>

როგორც ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, 11 დერეფანში გამოიყოფა ავტობუსის ხაზები, რაც საშუალებას იძლევა, რომ შემცირდეს გადაადგილების დრო კერძო ტრანსპორტისგან განსხვავებით.

ყველა ახალი ამბავი
0