თბილისის მერია პარლამენტის შენობის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაციას გეგმავს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია პარლამენტთან მდებარე შადრევნის სატუმბი სადგურის გარემონტებას აპირებს.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ არსებული ტერიტორიის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვის პროექტის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პროექტის შედგენაზე 50 ათასი ლარია გათვალისწინებული.

საქმე ისაა, რომ პარლამენტთან მდებარე შადრევნის სატუმბი სადგური მდებარეობს მიწის ქვეშ, წვიმის დროს კი ხდება წყლის ჩაჟონვა, რაც აზიანებს სატუმბ სადგურს.

პროექტის ფარგლებში საჭირო იქნება ჰიდროლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და სხვა კვლევების ჩატარება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება 26-29 მარტის პერიოდში მოხდება. გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი 60 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს. სარემონტო სამუშაოები ამის შემდეგ დაიწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0