თბილისში ელექტრომობილების დამტენი 160 მოწყობილობა დამონტაჟდება

© Sputnik / Alexander Imedashviliელექტრომობილის დამტენი პირველი სადგური თბილისში
ელექტრომობილის დამტენი პირველი სადგური თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტრომობილების დამტენების უფასო მონტაჟი ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელიც ქალაქში ელექტერომობილების რაოდენობის ზრდას სტიმულს აძლევს.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისში წლის ბოლომდე ელექტრომობილების დამტენი 160 მოწყობილობის მონტაჟი იგეგმება, განაცხადა დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

მისი განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია პირველ ეტაპზე 30 დამტენს დაამონტაჟებს. ერთი თვის შემდეგ გამოცხადდება აუქციონი კიდევ 30 დამტენის მონტაჟზე. ხოლო წლის ბოლომდე ელექტრომობილების დამტენების რაოდენობა 160-მდე გაიზრდება.

ელექტრომობილის დამტენი სადგური - Sputnik საქართველო
თბილისის მერიის საჩუქარი ელექტრომობილების მფლობელებისთვის

მომხმარებელი საკუთარ ავტომობილს პირველ წელს უფასოდ დატენის, შემდეგ კი ფასს აუქციონში გამარჯვებული კომპანია დაადგენს.

თბილისის მერიამ 11 თებერვლიდან აამოქმედა ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობით თბილისელებს შეუძლიათ მოითხოვონ ელექტრომობილების დამტენი სადგურის სახლთან ახლოს დამონტაჟება. ამისთვის ელექტრომობილის მფლობელმა ვებ-გვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად, უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ავტოპარკის 90%-ს ელექტრომობილებით ჩაანაცვლებენ და, შესაბამისად, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ასეთ უმოკლეს ვადაში საკუთარ ავტოპარკს ელექტრომობილებით ჩაანაცვლებს.

შეღავათები ელექტრომობილებისთვის: თბილისის მერიამ წინადადებები შეიმუშავა>>

2017 წლის იანვრიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტზე აქციზი გაიზარდა, რომელიც დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელსა და ძრავის მოცულობაზე. მაგრამ ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში აქციზი, პირიქით, შემცირდა 60%-ით, ხოლო ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი საერთოდ გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0