ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

გამოწერა
ამინდი სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაუმჯობესდება.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. თბილისში 17 მარტის ძლიერი ქარის შედეგად წაიქცა ხეები, დაზიანდა 15 შენობის სახურავი და ათი ავტომობილი, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის „ცხელ ხაზზე“ 17 მარტის 15:00-სთ-დან 18 მარტის 09:00-საათამდე თბილისის მასშტაბით 68 შეტყობინება შევიდა.

ძლიერი ქარის შედეგად დედაქალაქში წაიქცა 14 ხე, ოთხი სარეკლამო ბილბორდი, ერთი შუქნიშანი.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დასავლეთ სქართველოში 18 მარტს მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა, ძლიერი დასავლეთის მიმართულების ქარი, მაღალ მთაში კი თოვლი და ქარბუქი.

წვიმებია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც. ამინდი 19 მარტის დღის მეორე ნახევრიდან გაუმჯობესდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0