თელასი

„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

122
(განახლებულია 10:12 11.03.2019)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 11 მარტს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაოინების, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, IV, X კვარტლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 ,,დ" ქუჩის, ვარკეთილის მასივის X კვარტლის, მერვე ლეგიონის დასახლების, სამხედრო დასახლების, აეროდრომის დასახლების I ქუჩის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), აბაშვილის, კალოუბნის, საცხენისის, ლაღიძის, რამიშვილის, შუამთის, ჩაჩუას, თრიალეთის, ლორთქიფანიძის და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრავეიშვილის, ჩიტაძის, კირილე უკლებას, მოსიძის, კოტეტიშვილის, ასათიანის, მთაწმინდის, ინგოროყვას, ყიფიანის, არსენას, ვეძინის და ბესიკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ყვარლის, რატილის, ტოლენჯის, ამირეჯიბის, ტვიშის, წალენჯიხის, გეზათის, მიქელაძის, მთისძირის, მესხეთის და უშაკოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

122