„ყაზტრანსგაზი“: თებერვალში 2,5 ათასზე მეტი გაზის დანადგარი ჩაიხსნა

© Sputnik / Levan Avlabreli„ყაზტრანსგაზი“
„ყაზტრანსგაზი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია არასწორად დამონტაჟებულ გაზის ხელსაწყოს განმეორებითი გაფრთხილების შემდეგ ხსნის.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა მიმდინარე წლის თებერვალში განმეორებით 2,5 ათასი კუსტარულად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი გაზის ხელსაწყო მოხსნეს.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად დარღვევები ფიქსირდება გლდანში (399), ჩუღურეთში (378), ნაძალადევში (349), სამგორში (306) და ისანში (200). „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებმა შეამოწმეს ის ოჯახები, სადაც ახლახან დაფიქსირდა დარღვევები და გაზის დანადგარები ჩაიხსნა.

ყაზტრანსგაზი - Sputnik საქართველო
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: 2018 წელს ბუნებრივ აირზე მომუშავე 69 133 დანადგარი ჩაიხსნა

განმეორებითი შემოწმების დროს გაირკვა, რომ ბინის მეპატრონეებმა ბუნებრივი აირის მიწოდება თვითნებურად აღადგინეს. კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მსგავსი ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც აღნიშნულ მობინადრეებს, ისე მეზობლებს, რადგან ისინი ღია წვის კამერიან დანადგარებს იყენებენ. ასევე ხშირად საკვამლე მილი უერთდება სავენტილაციო არხს, რაც კატეგორიულად აკრძალულია. მსგავსი ქმედებები კორპუსის სხვა მცხოვრებლების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

„გთხოვთ დაუყოვნებლივ ჩახსნათ ღია კამერიანი გაზის დანადგარები და გაითვალისწინოთ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების რეკომენდაციები. გახსოვდეთ, CO ბუნებრივ აირზე მეტად საშიშია“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მხოლოდ 2019 წლის იანვარში „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა ქსელიდან დაახლოებით 2,4 ათასი ღია წვის კამერიანი გაზის ხელსაწყო ჩახსნეს. ოჯახები, სადაც ეს დანადგარები ჩახსნეს, მათი გამოყენების საფრთხის შესახებაც გააფრთხილეს, მაგრამ ბევრმა ეს არ გაითვალისწინა. განმეორებითი შემოწმებისას ბევრ შემთხვევაში „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებს იგივე სურათი ხვდებოდათ.

ყველა ახალი ამბავი
0