ტაქსის მძღოლები თბილისში მანქანების უფასოდ გარეცხვას და გადაღებვას 1 მარტიდან შეძლებენ

გამოწერა
მერიის კონკურსში გამარჯვებული კომპანია თავის თავზე იღებს ტაქსის მანქანების განახლების ხარჯებს და სანაცვლოდ ავტომობილებზე რეკლამას განათავსებს

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. კომპანია „ალმა“ 1 მარტიდან ლიცენზირებულ ტაქსებს, ავტომობილებზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ უფასოდ გადაღებავს, იუწყება თბილისის მერია.

კომპანიამ მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების უფლება მოიპოვა.

„კონკურსი, რომელიც დაწყებული იყო ტაქსებზე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, უკვე დასრულებულია... 2019 წლის ოქტომბრიდან ტაქსის ფერი - თეთრი განისაზღვრა. იმისთვის, რომ მძღოლებს, რომელთაც ლიცენზია ექნებათ მიღებული და ტექნიკური ინსპექტირება გავლილი, გარკვეული ხარჯები არ დააწვეთ, გადაღებვის სამუშაოების შესრულების ვალდებულებას კონკურსში გამარჯვებული კომპანია აიღებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი და ტაქსების თემა საკრებულოში

კონკურსში გამარჯვებული კომპანია ტაქსებზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, ლიცენზირებული ტაქსის მფლობელებს გადაღებვისა და სალონის ქიმწმენდის ვაუჩერებს გასცემს.

შეღებვისა და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ იმ მძღოლებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღეს.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. ტაქსებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ წამოწყებული რეფორმები ორ ეტაპად იყოფა. პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან სავალდებულო ხდება ტაქსისტების ლიცენზირება, ხოლო ერთი წლის შემდეგ დედაქალაქში ერთი ფერის ტაქსებმა უნდა იმოძრაოს.

მეტროში, ავტობუსებსა და ტაქსებზე რეკლამის განთავსების 20-წლიანი უფლება გაიყიდა >>

ლიცენზიის მქონე ტაქსები გადასახადებს არ გადაიხდიან.

ეს სამუშაოები 2018-2019 წლებში ჩატარდება.

ავტომობილის თეთრად შეღებვის შემთხვევაში მძღოლებს ავტომობილის პასპორტის შეცვლა მოუწევთ. ეს მათ 35 ლარი დაუჯდებათ.

დედაქალაქში, მიმდინარე წლის 16 ოქტომბრის მონაცემებით, ტაქსის მძღოლად მუშაობის 18,7 ათასი ნებართვაა გაცემული. სპეციალური ნებართვის აღება 100 ლარი ჯდება, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში რეგისტრაცია 50 ლარია, ხოლო ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასოა.

ყველა ახალი ამბავი
0