ავტობუსების მძღოლები უნიფორმაში გამოეწყობიან

© Sputnik / Alexander ImedashviliMAN-ის ლურჯი ავტობუსი
MAN-ის ლურჯი ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძემ თბილისის მძღოლებისთვის სპეციალური ფორმების შეკერვის განკარგულება გასცა.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამშრომლებს დედაქალაქის ავტობუსების მძღოლებისთვის სპეციალური უნიფორმის შერჩევა დაავალა.

„მნიშვნელოვანია, რომ მძღოლებისთვის შევკეროთ სპეციალური ფორმები. ეს შეიძლება იყოს პერანგი, ჰალსტუხი, რომ ისინი კარგად გამოიყურებოდნენ", – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე და მერიის თანამშრომლებს ამ მიმართულებით მუშაობა დაავალა.

საბაგირო გზა - Sputnik საქართველო
თბილისში, შესაძლოა, ახალი საბაგირო გზა გაიხსნას

მან ასევე აღნიშნა, რომ თებერვალში თბილისში MAN-ის მარკის ავტობუსების ახალი პარტია უნდა შემოვიდეს.

თბილისის მერია 2019 წელს სულ 240 ავტობუსის შესყიდვას გეგმავს. აქედან 90 ელექტროავტობუსი იქნება, ხოლო 150 გაზზე იმუშავებს. შემდეგ ავტოპარკი 2020 წელს შეივსება. გაისად თბილისში 200 ახალ, 18-მეტრიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ავტობუსებს შემოიყვანენ.

ამჟამად თბილისში 600-650 ავტობუსი კურსირებს. აქედან 143 ახალი, MAN-ის მარკის ავტობუსია. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

თბილისის ავტობუსები დღის განმავლობაში დაახლოებით 109,5 ათას კილომეტრს გადიან და 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0