საახალწლოდ მორთული თბილისი

თბილისში საახალწლო დეკორაციების დემონტაჟი დაიწყო

200
ღამით რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

„თბილსერვის ჯგუფის“ ცნობით, სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

ასევე, 23 იანვრიდან 1 თებერვლამდე, თბილისში ღამის საათებში მოძრაობა ეტაპობრივად აიკრძალება ქუჩებზე, სადაც განხორციელდება საახალწლო განათებების დემონტაჟის სამუშაოები, აღნიშნულია განცხადებაში.

მიმდინარე სამუშაოების პარალელურად საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერიამ ორ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, შარშან კი ამ მიზნით სამი მილიონი ლ;არი დაიხარჯა.

თბილისის მორთვა ნოემბერის პირველ რიცხვებში დაიწყო. საახალწლო განათება დამონტაჟებული იყო როგორც რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, ისე ქალაქის გარეუბნებში.

 

200
თემები:
ახალი 2020 წელი (37)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 21 სექტემბერს

35
(განახლებულია 19:46 20.09.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის და შატილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

35
თემები:
თბილისი დღეს
მეტრო

თბილისის მეტრო მუშაობის ჩვეულ გრაფიკს უბრუნდება

16
(განახლებულია 09:23 21.09.2020)
გასული წლიდან მეტროში მაღალი ძაბვის კაბელების შეცვლის, სიგნალიზაციისა და სავენტილაციო სისტემების მოდერნიზაციის სამუშაოები მიმდინარეობდა. ამის გამო მეტრო შემცირებული გრაფიკით – ღამის 11 საათამდე მუშაობდა.

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik.  თბილისის მეტროპოლიტენი 21 სექტემბრიდან მუშაობის ჩვეულ გრაფიკს დაუბრუნდება. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრეს-სამსახურში აცნობეს. 

დღეიდან მეტრო თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე პერიოდში მოემსახურება, როგორც ეს სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე, 2019 წლის ივნისამდე იყო.

გასული წლიდან მეტროში მაღალი ძაბვის კაბელების შეცვლის, სიგნალიზაციისა და სავენტილაციო სისტემების მოდერნიზაციის სამუშაოები მიმდინარეობდა. ამის გამო მეტრო შემცირებული გრაფიკით – ღამის 11 საათამდე მუშაობდა.

„პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა მაღალი ძაბვის 450 კმ სიგრძის კაბელები, განხორცილდა 28 ძველი სავენტილაციო სისტემის დემონტაჟი და მათ ნაცვლად განთავსდა, სრულად ახალი, ევროპული სტანდარტის 32 სავენტილაციო სისტემა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის მეტროს უსაფრთხოებას და შეუფერხებელ მოძრაობას," - განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი (პირველი ხაზი - 40 კმ, მეორე - 17 კმ).

16
საქართველოს ბანკის ფილიალი

რატომ არ შეუმცირდება 120 ათასზე მეტ მომხმარებელს რეფინანსირებაზე მიბმულ სესხებზე პროცენტი

0
(განახლებულია 20:04 20.09.2020)
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო - იგი ისევ 8.0 პროცენტს შეადგენს.

არასამთვარობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძის განმარტებით  ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება იმას  ნიშნავს, რიმ 120 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ზედმეტად ფრთხილი მიდგომის გამოვლინებაა, რომელიც, შესაძლოა, გამართლებული ყოფილიყო ეკონომიკური სტაბილურობის პერიოდში. მაგრამ, მაშინ, როდესაც ეკონომიკა რეცესიაშია და სწრაფი გაჯანსაღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი უფრო მკვეთრ ნაბიჯებს უნდა დგამდეს“ - აღნიშნა გიორგიო კეპულაძემ Sputnik- საქართველოსთან საუბრისას.

გიორგი კეპულაძის თქმით,  ეროვნულ ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ლარში სესხები უფრო მეტად გაიაფებდა, რასაც  ბიზნესის და მომხმარებლების უფრო მეტი დაკრედიტება მოჰყვებიოდა.

„განაკვეთის შემცირება გამართლებული იმ პირობებშიც იქნებოდა, როდესაც, ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი ბოლო პერიოდში შეუქცევადად მცირდება და შესაძლოა მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდეს კიდეც, მით უმეტეს  წარმოიქმნება სივრცე აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გატარებისათვის“-აღნიშნა გიროგი კეპულაძემ.

აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ  4.8  პროცენტი შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებლი კი 3 პროცენბტია. მოსალოდნელია, რომ მაღალ ნიშნულზე ინფლაცია  წლის ბოლომდე დარჩება, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნოიბრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება და კლებასაც დაიწყებს.

რაც შეეხება ბოლო დღეებში, დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებას, გიორგი კეპულაძის აზრით  ეს  COVID19-ის შემთხვევების მზარდ მაჩვენებელს და ბაზარზე შექმნილ გაურკვევლობას შეიძლება მივაწეროთ,

„რადგან სხვა ფუნდამენტური ფაქტორები უცვლელია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა უნდა მიმართოს საზოგადოებასთან და ეკონომიკურ სუბიექტებთან აქტიური კომუნიკაციის მეთოდს და გაანეიტრალოს ნეგატიური მოლოდინები გაცვლით კურსთან და მოსალოდნელ ინფლაციასთან დაკავშირებით“- აღნიშნა გიორგი კეპულაძემ

„საზოგადოება და ბანკებმის“ ხელმძღვანელის ცნობით, 2020 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 120300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

„დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6185.408 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 1800-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6058.88  მილიონიდან  6466.80 მილიონ ლარამდე გაიზარდა“ - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

მისი თქმით, 120300 ხელშეკრულებიდან 34400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 865.9 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია ისისც, რომ  ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აგვისტოს მდგომარეობთ 13.24% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აგვისტოს მონაცემებით 46600 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.35%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2060.9  მილიონი ლარია.

35400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც წინა პერიოდთან შედარებით 300-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3302.1 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1129.7 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.61%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აგვისტოს მონაცემებით 2172.4 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.96%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აგვისტოს მონაცემებით 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 18 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.18%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 87.15 მილიონი ლარია.

1 აგვისტოს მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14.23%-დან 14.12%-მდე.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

ნატა პატარაია

 

0