„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 იანვარს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ლიბანის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის "ა", I, III, IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის, თელეთის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, აბაშიძის და იმედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კალისტრატე ქუთათელაძის, იოველ ქუთათელაძის, მიხეილ თამარაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0