„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 იანვარს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ხერგიანის, სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ტრაქტორის, ბენდელიანის და ხრესილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0