თავისუფლების მოედანი ახალ წელს

ხვალ თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება

80
(განახლებულია 19:02 06.01.2019)
აღნიშნულ ქუჩებზე მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე განახლდება

თბილისი, 6 იანვარი -  Sputnik. საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით ხვალ თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა ორშაბათს, 7 იანვარს  ქრისტეს შობას  — ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს იზეიმებს.

ალილოს ყოველწლიური მსვლელობა კი ხვალ 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

შსს-ს ინფორმაციით, 11:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან კი რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ. მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე განახლდება.

ალილოს მსვლელობის ისტორია უკვე 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანია ქველმოქმედება — თბილისელები გადასცემენ მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებს, საახალწლო ნობათსა და ფულად შემოწირულობებს, რაც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.

80
თემები:
თბილისი დღეს (1009)