თბილისის გარეუბანში მალე „ხრუშჩოვკებს" აიღებენ

© photo: Sputnik / Stringer„ხრუშჩოვკა"
„ხრუშჩოვკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი ავარიული „ხრუშჩოვკის" მცხოვრებლებისთვის მერია უკვე 11 წელია, ბინებს ქირაობს

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ტენდერს ვარკეთილის მესამე მასივში ოთხსართულიანი ავარიული „ხრუშჩოვკების" ახალი შენობებით ჩანაცვლების ინტერესის გამოხატვაზე, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

მაისის დასაწყისში თბილისის მერიამ ვარკეთილის მესამე მასივში ავარიული სახლების ახალი შენობებით ჩანაცვლების ინტერესის გამოხატვაზე უკვე გამოაცხადა კონკურსი. ძირითადად 1960-იან წლებში აშენებული საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციის ვადა 50 წელია. ამჟამად თბილისში დაახლოებით 700 შენობაა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა უკვე გასულია.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
ვარკეთილში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი იწყება

„ჩვენ მხედველობაში გვაქვს ვარკეთილის მესამე მასივში არსებული ოთხსართულიანი, ავარიული „ხრუშჩოვკები", მათ შორის ერთი დანგრეულია. 11 წელია ამ ადამიანებს მუნიციპალიტეტი უხდის ქირას. ჩვენ ამ პროექტზე ვიმუშავეთ და რა თქმა უნდა, ამ ერთ პროექტს ეშველება", - განუცხადა ხმალაძემ ჟურნალისტებს.

მერია მუშაობს, რომ ამ „ხრუშჩოვკების" მცხოვრებლებმა და სამშენებლო კომპანიებმა თავად მოახერხონ შეთანხმება ერთმანეთთან, აღნიშნა მან.

„ერთ საპილოტე პროექტს განახორციელებს მუნიციპალიტეტი ვარკეთილში და პარალელურად დამუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმა ვარკეთილის მესამე მასივში განთავსებული ავარიული „ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების მიზნით", - განაცხადა ვიცე-მერმა.

ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ხრუშჩოვკებს" ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ თანამედროვე შენობებით. მან მოგვიანებით განმარტა, რომ დედაქალაქის მერიას ამის რესურსები არა აქვს, ამიტომ „ხრუშჩოვკების" მცხოვრებლებმა უნდა შექმნან ამხანაგობები და ჩართონ ინვესტორები. ამასთან, მან პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს კერძო კომპანიებს, რომლებიც „ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებას მოჰკიდებენ ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0