თბილისის მერიის შენობა

2018 წელს თბილისის მერიამ ღვიძლის ტრანსპლანტაცია შვიდ პაციენტს დაუფინანსა

95
(განახლებულია 17:05 08.12.2018)
პაციენტის დასაფინანსებლად თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 60 000 ლარს გამოყოფს.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, ღვიძლის ტრანსპლანტაცია შვიდ პაციენტს ჩაუტარდა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამას მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის იანვრიდან ახორციელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პაციენტის დასაფინანსებლად თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 60 000 ლარს გამოყოფს.

დღემდე აღნიშნული ოპერაცია შვიდ ადამიანს დაუფინანსდა და ღვიძლის გადანერგვა ყველა შემთხვევაში წარმატებით განხორციელდა.

საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამის ამოქმედება დედაქალაქის მერის კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

95
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (183)