დააგემოვნე ღვინო და მოამზადე გოზინაყი: თბილისში ჩატარდება ფესტივალი „ქართული გემო"

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა ნუგბარი და საინტერესო პროგრამა ელოდებათ.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მთაწმინდის პარკში 16 დეკემბერს პირველად ჩატარდება საახალწლო ფესტივალი „ქართული გემო", რომლის სტუმრებს ღვინო, ტკბილეული და ეროვნული სამზარეულოს კერძები ელოდებათ, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ფესტივალის მიზანია ქართული პროდუქციის – ღვინის, ჭაჭის, ჩურჩხელის, ასევე სხვა ადგილობრივი ტრადიციული ნუგბარის პოპულარიზება.

როგორ მოვამზადოთ გოზინაყი - Sputnik საქართველო
საახალწლო რეცეპტები: როგორ მოვამზადოთ გოზინაყი

ფესტივალის სტუმრები შეძლებენ გემო გაუსინჯონ არა მხოლოდ ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციას, არამედ მონაწილეობა მიიღონ გოზინაყის მომზადებაში, დაესწრონ ხელნაკეთი დეკორატიული ნივთების მომზადებისა და ქართული საახალწლო სუფრის გაწყობის მასტერ-კლასებს.

ამას გარდა, პროფესიონალი მეღვინეები ისაუბრებენ, როგორ უნდა შევუხამოთ ღვინო კლასიკური ქართული სამზარეულოს კერძებს.

ფესტივალი დაიწყება 14:00 საათზე და 20:00 საათამდე გასტანს. შესრულდება ცოცხალი მუსიკა. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა მიმართონ ორგანიზატორებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0