თბილისში 34 ოჯახს საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდა

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად 411 ოჯახს გადაეცა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 34 ოჯახი იმ ბინების სრულუფლებიანი მფლობელი გახდა, რომლებშიც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თბილისში 33 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ>>>

კალაძის სიტყვებით, ეს ოჯახები თბილისის სხვადასხვა რაიონში ცხოვრობენ – დიდ დიღომში, ვანის, რეხის, ჭიჭინაძის, ახვლედიანის, ბერიაშვილის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე, ფონიჭალისა და ლილოს დასახლებებში.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ბათუმის ყოფილი სამხედრო ბაზიდან 30-მდე ოჯახი გამოასახლეს

„მსურს ამ ოჯახებს მივულოცო, მათ ასეთივე პრობლემა ჰქონდათ, მრავალი წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონება ვერ მოახერხეს და ამ პროექტის რეალიზების შემდეგ ეს მოხერხდა", – განაცხადა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, აღნიშნული ფართები კონკრეტულ პირებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდებათ. როგორც მერმა განაცხადა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფართების დაკანონების სურვილი აქვს, თბილისის მერიისგან მაქსიმალური თანადგომა ექნება.

თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად 411 ოჯახს გადაეცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0