თბილისის ბიუჯეტი მილიარდს გადააჭარბებს: როგორ დაიხარჯება თანხები

გამოწერა
2019 წლის ბიუჯეტის მესამედზე მეტი ჯანდაცვასა და სოციალურ პროექტებს მოხმარდება

 

თბილისი,  3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე.

ველობილიკები და ბასლეინები: მერიამ თბილისში მასშტაბური პროექტი დაასრულა>>>

იტალიური საფეხბურთო კლუბ  „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი თბილისის მერი 2017 წლის ნოემბერში გახდა. მან მთავარ პრიორიტეტად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ქალაქის გამწვანება, ეკოლოგიის გაუმჯობესება და ქაოტური მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა.

 „2019 წლის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარი იქნება, თუმცა სპეციალური ტრანსფერების შემდეგ, მილიარდ ლარს გადააჭარბებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისის „ღამის ეკონომიკას“ საერთაშორისო ფორუმზე განიხილავენ

ქალაქის მერმა ასევე ისაუბრა, თუ როგორ გადანაწილდება აღნიშნული თანხები. თბილისის მერიის პრიორიტეტია ქალაქის კეთილმოწყობა, ასევე სოციალური პროექტების დაფინანსება.

კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძეს და ასევე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მადლობა გადაუხადა  მხარდაჭერისთვის, რომესაც ისინი დედაქალაქის განვითარებითვის ახორციელებენ.

2018 წელს თბილისის ბიუჯეტი 861,6 ლარი იყო.

დღეისთვის, 3 დეკემბრის მონაცემებით, ეროვნული ლარის კურსი დოლარის  მიმართ 2,6744 GEL/$1–ია.

ყველა ახალი ამბავი
0