„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnikთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, გელოვანის გამზირის და სიხარულიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის "ა" მიკრორაიონის, თიანეთის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, ქერჩის, აკაკი ვასაძის და გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება

ყველა ახალი ამბავი
0